ივანიშვილი პოლიტიკაში

ჯონ ბასი: ივანიშვილთან შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა კომენტარი გააკეთა გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილთან დიპლომატიური კორპუსის  შეხვედრის შესახებ. ელჩმა  "საზოგადოებრივი მაუწყებლის"  გადაცემა „აქცენტების“ეთერში განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატები დაინტერესდნენ იმ ადამიანის პოლიტიკური მოსაზრებებით, რომელმაც პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.  ჯონ ბასის თქმით,   ივანიშვილის რეზიდენციაში დიპლომატების შეკრებაში საზოგადოების ნაწილმა  „რაღაც სიმბოლური“ დაინახა, თუმცა  ასეთი ფორმატის შეხვედრაში განსაკუთრებულ არაფერია.  „ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს ვესაუბრებით სხვადასხვა ადგილებში. საქართველოში ბევრ სხვადასხვა სახლში ვყოფილვარ, ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ადამიანებთან გავაგრძელებთ საუბარს იმ ადგილას და იმ დროს, როგორც ეს იქნება შესაძლებელი", - განაცხადა  საქართველოში აშშ-ს ელჩმა.  ის   არჩევნების თემას  შეეხო და აღნიშნა , რომ დიდი მნიშვნელობა აქვს,  არჩევნების შემდეგი ციკლი ( საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები)   ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს.  

კომენტარები