თბილისის მერია

22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონის კონსტრუქცია, დაშავდა 1 მოზარდი - მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონი დაზიანდა, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა.

"მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა." - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები