ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, განაცხადა, რომ საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. მათი ცნობით, ბასმა ბიზნესმენთან გუშინდელი შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ ივანიშვილმა, რომელიც შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში, გუშინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე. ელჩის თქმით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ყველაფერს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განიხილავენ. ბასმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციას ამ საკითხზე არა მისგან, არამედ თავად ივანიშვილისგან უნდა იღებდეს.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეს და თავად გააკეთოს დასკვნები ბოლო ორ კვირაში მიმდინარე მოვლენებზე.
tbl.ge/1p1l
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს
- უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა
- წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს
- ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს




