დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა უკომენტაროდ დატოვეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია. ივანიშვილთან შეხვედრაზე იყვნენ: საქართველოში აშშ-ს ელჩი, ჩეხეთის ელჩი, ასევე ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, შვედეთის, პოლონეთის და სხვა საელჩოებისა და მისიების წარმომადგენლები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
მოგვიანებით შეხვედრის ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა გავცელდა. მასში ივანიშვილი აცხადებს, რომ სამომავლოდ, თავის გუნდთან ერთად, აპირებს, რომ გააღრმავოს ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპასთან. ამასთან, თქვა, რომ კარგად აცნობიერებს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობას და ამის გაკეთებას მყისიერად დაიწყებს.
ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ ამჟამად საზოგადოებაში პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია. საკუთარ მიზნად ამ ტემპერატურის დაწევას აცხადებს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს და ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩეს. ის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლების ჩანაცვლებას.