ლეიბორისტული პარტიის შიგნით უთანხმოება პარტიიდან ნესტან კირთაძის წასვლით დასრულდა. გავრცელებული ცნობებით, უთანხმოება პარტიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ნესტან კირთაძე ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი იყო, მას და პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ”ლეიბორისტულმა პარტიამ” მორიგი განცხადება გაავრცელა ივანიშვილთან დაკავშირებით , მას - სოროსი- 2 უწოდა, ხოლო მის რეზიდენციაში მოარულ ადამიანებს კიკუები. კირთაძემ კი განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მისვლამ ქვეყანაში რეალური ცვლილებების შანსი გააჩინა .” დღეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე უარი უნდა ითქვას , ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნაზე”-აღნიშნა ნესტან კირთაძემ.
tbl.ge/mdg
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს
- უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა
- წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს
- ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს




