შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, 18 ოქტომბერს, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულებს შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის თანამშრომლებიც. ხიზანიშვილმა ტაბულას უთხრა, რომ დაკავებულები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულები იყვნენ ”ქართუ ბანკის” თანამშრომლები და მათგან ამოღებულია ბანკის კუთვნილი თანხა. განცხადებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით ადამიანების დაკავების ფაქტი შეფასებულია პოლიტიკური ნიშნის ძალადობად.
ივანიშვილი პოლიტიკაში




