”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.” განხილული იყო ყველა საკითხი. ეკონომიკური თემები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა”- თქვა ალასანიამ.
ბიძინა ივანიშვილმა სააგენტო როიტერთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეუძლია საქართველოს მოუძებნოს მისაღები ადგილი რუსეთს, ევროპასა და აშშ-ს შორის . მანვე დასავლეთს შეახსენა, რომ მომავალი წლების მანძილზე მსოფლიოს მოუწევს პუტინთან ლაპარაკი, რადგან ეს კაცი რუსულ საზოგადოებას მოსწონს. ივანიშვილმა თან იმედი გამოთქვა, რომ პუტინი რუსეთში ანტიკორუფციულ რეფორმას გაატარებს. რაც მთავარია ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ თუ მოიპოვებს საქართველოს მართვის სადავეებს პუტინთან მაგიდას მიუჯდება . ირაკლი ალასანიამაც ოლიგარქთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა , რომ რუსეთი საქართველოს მთავარი გამოწვევაა და ეს საფრთხე საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებით უნდა გაანეიტრალოს. ამასთან ალასანიამ დასძინა, რომ ”საქართველოს გზა არის ევროპა და ამ გზას საქართველო არასდროს გადაუხვევს.”
სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა: ” როდესაც პუტინისგან ელოდება დემოკრატიულ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და დასავლეთთან დაახლოებას, ან წარმოდგენა არ აქვს რას ლაპარაკობს ან მართლა ჰგონია, რომ შეიძლება საქართველო "ბანკ რასიისკი კრედიტზე" იცვლებოდეს. საქართველოს მოქალაქეების ხმები და საქართველოს პოლიტიკური პროცესი არ იყიდება. ნაკლებად მჯერა გულუბრყვილობის, რომ ივანიშვილი არ იცნობს პუტინს და არ იცის, რომ პუტინი ვერ იქნება ვერც დემოკრატი და ვერც დასავლეთთან დაახლოებული ან კორუფციასთან მებრძოლი. მე უფრო მჯერა სხვა რამის, რომ მისი პროექტი ნამდვილად დაკავშირებულია ბატონ პუტინის ინტერესებთან".