სააგენტო როიტერმა დღეს, რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. ოლიგარქმა, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში აქტიური ჩართვა გადაწყვიტა ამ ინტერვიუში მკაფიოდ განმარტა საკუთარი გეგმა , თუ რატომ ისურვა პოლიტიკაში მისვლა და რა მიზნისთვის აპირებს ბრძოლას.
ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო რუსეთი უპრეცედენტო აგრესიაში დაადანაშაულა, თუმცა სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა ” გაუაზრებელი და არადიპლომატიური” პოლიტიკის გამო.
მანვე აღნიშნა, რომ შეეძლება საქართველოსთვის ”აშშ-სთვის, ევროპისთვის და რუსეთისთვის მისაღები” როლი გამოძებნოს. ინტერვიუში ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალ წლებში მსოფლიოს კვლავ პუტინთან ექნება საქმე და გამოთქვა იმედიც , რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთში ”მომწიფებულ” ანტიკორუფციულ რეფორმას გაატარებს. ივანიშვილის თქმით, ” ეს ადამიანი რუსეთის საზოგადოებას მოსწონს. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია, თუმცა უფრო მეტად დემოკრატიული რუსეთი ევროპისთვის და აშშ-სთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. ”
სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი მიჰყვება თავის საჯარო მიმართვებში აღებულ ტაქტიკას და რამდენჯერმე ამბობს, რომ აუცილებლად მოიპოვებს სახელისუფლებო უმრავლესობას . მის მიერ ჩამოყალიბებული დაპირება ”ქართული ოცნების” შესახებ არის ის, რომ თუ მმართველ სადავეებს აიღებს, 2-3 წელში საქართველო თავისი დემოკრატიის ხარისხით ევროპის ქვეყნებს გაუსწრებს. ინტერვიუს როიტერი აქვეყნებს იმის აღნიშვნით, რომ მილიარდელისთვის , რომლის კაპიტალიც რუსეთშია და რომელიც აპირებს სააკაშვილთან პოლიტიკურ ბრძოლას, პრიორიტეტი მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენაა.
ვიდეოს წყარო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/9902-bidzina-ivanishvilis-pirveli-satelevizio-interviu.html