ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილმა უარყო ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები

 ბიძინა ივანიშვილი უარყობს ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს. ამის შესახებ  განცხადება ოლიგარქის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ”ეროსი კიწმარიშვილმა   საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გაავრცელა მცდარი ცნობა, თითქოს მიმდინარეობს კონსულტაციები ივანიშვილსა და ოქრუაშვილს შორის. არანაირი მოლაპარაკებები ქართული პარტიის წარმომადგენლებთან, მით უფრო ოქრუაშვილთან, არ მიმდინარეობს და არც იგეგმება”- ნათქვამია განცხადებაში. 12 აგვისტოს თავის მიმართვაში ივანიშვილმა ეროსი  კიწმარიშვილი ფსევდო ოპოზიციონრების ჩამონათვალში  ახსენა.  ზოგადად კი განმარტა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას  ფსევდო ოპოზიციურ ძალებთან. მოგვიანებით, ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში კიწმარიშვილმა  თქვა , რომ ქართულ პარტიაში  ის ,  სუბარი და  ოქრუაშვილი თანამოაზრეები  არიან  და თუ  სუბარი კარგია ,   ოქრუაშვილთან  კი მოლაპარაკებები მიდის, ალოგიკურია ითქვას, რომ კიწმარიშვილი ცუდია.  გაკრიტიკების მიუხედავად მან ივანიშვილს თანამშრომლობა შესთავაზა.

 

კომენტარები