ბიძინა ივანიშვილი `თავისუფალ დემოკრატებთან~ და `რესპუბლიკელებთან~ შეხვედრით კმაყოფილია. ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 12 ოქტომბერს `თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა ჰქონდათ. მათ შეათანხმეს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია `რესპუბლიკურ პარტიასთან~ სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტიულობაშიც. გუშინ ის დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო რესპუბლიკელების მხრიდან პრესაში დაყენებული საკითხების განხილვას. თუმცა, დროის სიმცირის გამო ვერ განიხილეს მედიასაშუალებებთან დაკავშირებული თემა. განცხადების მიხედვით, რესპუბლიკელებთან საუბრისას გამოვლინდა იდენტური ხედვა ფსევდოოპოზიციური ძალების როლსა და ფუნქციებზე.
tbl.ge/ero
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს
- უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა
- წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს
- ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს




