ივანიშვილი პოლიტიკაში

თარგამაძე: ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილის წინააღმდეგ აფინანსებდა

 ქრისტიან-დემოკრატების  ლიდერი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს ბადრი პატარკაციშვილთან დაპირისპირების პერიოდს ახსენებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის ადგილას პატარკაციშვილის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას მოერიდებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი თარგამაძემ  თქვა, რომ ივანიშვილი იყო ის კაცი, ვინც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ჩასაძირად და პატარკაციშვილის გასანადგურებლად.
”ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბადრის ნებისმიერი ინიციატივა ან გამონათქვამი ქართულ საზოგადოებაში და ბიზნესწრეებში მხარდაჭერილი არ ყოფილიყო.”-აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.  მან  თქვა ისიც, რომ ივანიშვილმა   თავის დროზე ”მე-9” არხი  მედიასივრციდან გაიყვანა და  მთელი აპარატურა და შესაძლებლობები მიხეილ სააკაშვილს და ეროსი კიწმარიშვილს გადასცა. თავის  დღევანდელ  მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა ქრისტიან-დემოკრატებს ფსევდოოპოზიციური ძალა უწოდა. მათ ლიდერს გიორგი თარგამაძეს  ასლან აბაშიძესთან და  ბადრი პატარკაციშვილთან თანამშრომლობის პერიოდები შეახსენა და მოღალატე უწოდა. 

კომენტარები