ტიმოშენკოს პროცესი

დასავლეთი შეშფოთებულია იულია ტიმოშენკოსთვის გამოტანილი განაჩენით

აშშ-მ, ევროკავშირმა და რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის იულია ტიმოშენკოსთვის გუშინ გამოტანილი განაჩენის გამო  და მას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.  ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ  ტიმოშენკოს საქმე ნეგატიურად აისახება უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობაზე.  ”აშშ იმედგაცრუებულია  იულია ტიმოშენკოს  წინააღმდეგ გამოტანილი  პოლიტიკურად მოტივირებული   განაჩენით”-ნათქვამია  თეთრი სახლის განცხადებაში. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მოუწოდა  უკრაინის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტიმოშენკო და სხვა ყოფილი ჩინოვნიკები. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმოშენკოს  სასამართო პროცესს ,,პოლიტიკური შოუ“ უწოდა.   

გამოხმაურება იყო რუსეთშიც. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გაუგებარი უწოდა განაჩენს,,ეს სახიფათოა,  გაზის საკითხზე მთლიანი შეთანხმების პაკეტი არ უნდა დადგე ს   ეჭვქვეშ“-  თქვა მან. რუსეთის საგარეო უწყებამ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიევის პეჩორის სასამართლოში ტიმოშენკოსთვის გამოტანილი განაჩენი ანტირუსული ქვეტექსტის განაჩენად არის მოხსენიებული.

ტიმოშენკო  2009 წელს რუსეთთან გაზის საკითხზე  გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს და მას 7 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.    

 

კომენტარები