ტიმოშენკოს პროცესი

ვიქტორ იუშჩენკოს პარტია გმობს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ განაჩენს

იულია ტიმოშენკო დღეს სასამართლომ დამნაშავედ სცნო  თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში და მას 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  უკრაინის  ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს პარტიამ ” ჩვენი უკრაინა”   პოლიტიკური რეპრესიების აქტი ეწოდა  ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის გამოტანილ განაჩენს. ” 11 ოქტომბერს  ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენით იანუკოვიჩის  რეჟიმმა საბოლოოდ გააფორმა უკრაინაში ავტორიტარიზმი . ” ჩვენი უკრაინა” მომხდარს განიხილავს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის წინააღმდეგ რეპრესიული ზომის გატარებად და აცხადებს, რომ  წინ აღუდგეს  ახალ პოლიტიკურ გარემოებებს .  

კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  განცხადებით გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მასში აღნიშნულია ,  რომ  იულია ტიმოშენკოსთვის გამოტანილი განაჩენი სერიოზულ უარყოფით გავლენას იქონიებს უკრაინის იმიჯზე, რომელიც აცხადებს , რომ  მიისწრაფის ევროკავშირისკენ.  პოლონეთი ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარეა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სახელით მიღებულ განცხადებაში უკრაინის მიმართ   გამოითქვა მკაცრ კრიტიკა, სწორედ,  ტიმოშენკოს სასამართლო  პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.  ბრიუსელში  მიიჩნევდნენ, რომ  სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მიდიოდა.

 

კომენტარები