ტიმოშენკოს პროცესი

იულია ტიმოშენკოს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის დღეს დამნაშავედ სცნო  რუსეთთან გაზით მომარაგებაზე კონტრაქტების გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.  ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტიმოშენკოს ”ნაფტოგაზის” სასარგებლოდ  189, 5  მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ტიმოშენკო დანაშაულს არ აღიარებს. მან  სასამრთლო პროცესზე უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ დაიცავს  საკუთარ  ღირსებას ევროპის სასამართლოში.  უკრაინის  გენერალურ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ იულია ტიმოშენკომ  რუსეთთან არასახარბიელო კონტრაქტები, 2010 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი იმიჯის გამოსწორების მიზნით  გააფორმა. 

კომენტარები