ტურიზმი საქართველოში

ბახმაროს რეაბილიტაციის გეგმა

 პრეზიდენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებთან ერთად გურიის კურორტი ბახმარო მოინახულა. პრეზიდენტი ბახმაროს ინფრასტრუქტურის გეგმას გაეცნო და შესაბამისი დავალებები მისცა მინისტრებს – ვერა ქობალიასა და რამაზ ნიკოლაიშვილს –  „შევქმნათ მონახაზი, თუ სად უნდა აშენდეს სასტუმროები. ამის შემდგომ დავიწყოთ ინვესტორთა მოძიება, რათა გაზაფხულზე დაიწყოს ერთი, ან ორი სასტუმროს მშენებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა. ბახმაროს რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები, მოხდება წყლისა და ელექტროსისტემის გაყვანა, რაც წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს მოხსნის.

გურიის კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

კომენტარები