"ახალი მემარჯვენეები" ბიძინა ივანიშვლთან თანამშრომლობას გამორიცხავენ, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
"ამ ტიპის ინიციატივა ვერ და არ შეცვლის ჩვენს სტრატეგიულ გეზს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გასვლასთან დაკავშირებით. ჩვენს პარტიას, რასაკვირველია, ჯანსაღ ძალად მოვიაზრებთ და ასეთი შეფასება, რომ ვინც ჩემთან დადგება ჯანსაღია და ვინც სხვაგან იქნება – არაჯანსაღი, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულად მიმაჩნია", - განაცხადა კაციტაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ივანიშვილის მედიისადმი დამოკიდებულებას "შანტაჟის სუნი ასდის".
კაციტაძე ივანიშვილის განცხადებას ბიზნესმენის სურვილებისა და ოცნებების დეკლარირებად მიიჩნევს.
"ჩვენ არ ვიცით, ვისთან თანამშრომლობაზეა საუბარი, რადგან პარტიის შემადგენლობას არ ვიცნობთ. როცა გავიგებთ, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება ჯერ სრული არ არის, შესაბამისად, უცნობია, ვინ იქნება მის პარტიაში.
თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ საუბარს ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს.
"ვერაფერს გეტყვით, არსებობს თუ არა სამომავლო თანამშრომლობის შანსი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ ზუგდიდში, დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა დადებითად შეაფასა ივანიშვილის ხედვა სოფლის მეურნეობის, მედია თავისუფლების, ასევე ქვეყნის კოსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის თაობაზეც ბიზნესმენი დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
ალასანიას თქმით, ეს შეხედულებები აბსოლუტურად ემთხვევა "თავისუფალი დემოკრატების" ხედვას.