ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი კაპიტალის მესამედი, სხვადასხვა სახით რუსეთში მდებარეობს და პოლიტიკაში ყოფნის დროს მის მიმართ ზედმეტი შეკითხვების მოსახსნელად , 2012 წლის არჩევნებამდე მოახდენს რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ასევე უარს იტყვის ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩააბარებს რუსეთის და საფრანგეთის პასპორტებს. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაიწყო იმის განცხადებით, რომ შეიძენს ნებისმიერ ტელევიზიას, რომელსაც აქვს საინფორმაციო გადაცემის ლიცენზია . განმარტა, რომ გადაიხდის საბაზრო ღირებულებზე სამჯერ მეტ თანხას ამ საქმეში. 2 წლის შემდეგ კი ნაყიდ ტელევიზიას დღევანდელ მფლობელს დაუბრუნებს 1 ლარად. ივანიშვილმა მიანიშნა , რომ საქართველოში მოქმედი სავარაუდო გასაყიდი ტელევიზიების მეპატრონეები მის წინადადებას თუ არ გამოეხმაურებიან, დაამტკიცებენ , რომ ხელისუფლების სამსახურში არიან.
ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ტელეკომპანია ”მაესტროს” და ”კავკასიის” ხელმძღვანელმა. ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა აღნიშნა, რომ კომპანიის წილი არ გაიყიდება. ” ტელეკომპანია ”კავკასიის” დამფუძნებელმა დავით აქუბარდიამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ”კავკასია” ”ყველაზე და ყველას ფულზე არ იყიდება” . თუმცა აქუბარდიამ ნათქვამს დასძინა, რომ საბოლოო პოზიციას დღეს საღამოს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში გამოხატავს.
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაში გახმოვანებულ გეგმებთან დაკავშირებით ”ტაბულამ” კომენტარი სთხოვა ფილოსოფოს გიგა ზედანიას. მისი შეფასებით, ივანიშვილის გეგმები ქაოტურია და საქართველოს პოლიტიკური რეალობის მიმართ არაადეკვატური.” მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს გარშემო შემოკრებილი ჰყავს ისეთი პირები, რომლებმაც არ იციან საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესები. შესაბამისად მას ვერ აძლევენ ადეკვატურ რჩევებს” - აღნიშნა გიგა ზედანია. რაც შეეხება ტელევიზიის შეძენის სურვილს და მედიის მიმართულებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ( გარდა იმისა, რომ სურს შეიძინოს ტელევიზია, მან კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ უკვე დაპატიჟა ჟურნალისტები თავისთან სამუშაოდ) ზედანია ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურობას ახსენებს და განმარტავს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში მისვლის წინ , იმაზე ცუდი წინა სასტარტო პოზიცია აქვს, ვიდრე თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ასეა თუ ისე მიანც იცოდა ბადრის ”ფეისი”.
ამასთან, ზედანიას აზრით , ჩვენს საზოგადოებას უკვე აქვს გამოცდილება რა მოიტანა რუსულ კაპიტალს ამოფარებული ოლიგარქის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვამ. ”ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე აქამდე თითქმის არ ჩნდებოდა, ამიტომ მას აქ თითქმის არ იცნობენ , მაგრამ არის მეორე მხარე, ის ეწევა ქველმოქმედებას, ხალხმა ივანიშვილზე იცის, რომ ”სამება” ააშენა. საზოგადოების გარკევულ ნაწილში ის, ცხადია, იქნება პოპულარული. მაგრამ, ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში მოსვლა შიდა პოლიტიკურ ასპექტში იქნება გარკვეული პრობლემა ხელისუფლებისთვის, მაგრამ , ამავდროულად ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკურ ოპოზიციაში ხელისუფლებისთვის იქნება კომფორტული საგარეო ასპარეზზე. ხელისუფლებას ექნება სათქმელი, რომ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ოპოზიცია კი არა რუსი ოლიგარქის კაპიტალი ებრძვის” - უთხრა ”ტაბულას” გიგა ზედანიამ.
ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ ” ტაბულასთან” საუბრისას აღნიშნა , რომ ყურადღებით გაეცნო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მასში რაც შეამჩნია არის ხმა და ინიციატივა , რომელიც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ფულით ნაგრძნობ ან მოპოვებულ ძალაუფლებას. ” მისი გამოსვლა არის ტესტი არა მარტო ქართული მედიისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა აჩვენოს როგორ აღიქვამს კაცს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი გააკეთა და მეორე დღესვე საზოგადოებას უთხრა, რომ შეუძლია ის იყიდოს და გაყიდოს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ცხადია წაჰყვება ივანიშვილის შეთავაზებას. დაველოდოთ რა იქნება” - განაცხადა დავით პაიჭაძემ ”ტაბულასთან” საუბრისას.