რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.
„ისინი (ქართველები) იმ მოთხოვნებს დაუბრუნდნენ, რაც ადრე მოხსნილი ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: სურთ თუ არა ევროპასა და ამერიკას რუსეთი WTO-ში იხილონ? ნუ დაიმალებიან საქართველოს საკითხის უკან, WTO-ში გაწევრიანება მის გარეშეც შეიძლება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას.
მისი თქმით, WTO-ში გაწევრიანებას რუსეთისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე აქვს. „თუმცა, საერთო ჯამში უფრო პლუსია“. „ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს მიზნებზე და მზად ვართ WTO-ს შეუერთდეთ, თუ მიუღებელ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებენ“, - განაცხადა პუტინმა.
ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ამ ქვეყნის WTO-ში გაწევრიანების თაობაზე, მოსკოვის ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს. ბოლო რაუნდი 7-8 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ქართული მხარე, საერთო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგს ითხოვს, რაზეც მოსკოვი კატეგორიულ უარს აცხადებს. კომპრომისის მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
WTO-ს პრაქტიკის თანახმად, წევრობის მსურველმა ქვეყანამ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა უნდა მიიღოს, რისთვისაც რუსეთი წლების განმავლობაში ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა . დღეისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა მოსკოვმა ვერ მოახერხა.
თუმცა, WTO-ს წესდება ასევე ორგანიზაცის ახალი წევრის ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებას ითვალისწინებს. მაგრამ, ეს დებულება პრაქტიკაში ჯერ არ გამოუყენებიათ და ყველა ახალი წევრის მიღებს მხოლოდ კონსენსუსის გზით ხდებოდა. იმის შესახებ, რომ საქართველოს თანხმობა WTO-ში გასაწევრიანებლად აუცილებელ არ არის, ოფიციალურ მოსკოვს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია. თუმცა, როგორც აშშ, ასევე ევროპის ქვეყნები თბილისსა და მოსკოვს კომპრომისის მიღწევისკენ მოუწოდებენ.