რუსეთი და WTO

აშშ მხარს უჭერს ვმო-ზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას

აშშ   მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს წარმატებით დაასრულონ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკებები. თეთრი სახლის ცნობით, ამ თემაზე საუბარი იყო ვაშინგტონში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის  ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის შეხვედრაზე. თეთრი სახლის  განმარტებით   ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ  რომ   აშშ  რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ემხრობა.    საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციები შვეიცარიის შუამავლობით  მოლაპარაკებას ამ კვირის ბოლოს, ჟენევაში განაახლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს განაცხადეს, რომ მოლაპარაკებაზე საქართველოს პოზიცია იქნება პრინციპული და თუ რუსეთი საქართველოს პირობებს კვლავ არ მიიღებს, მოლაპარაკებები ალბათ მომავალ წელს გადაიწევს.  თბი­ლი­სი  მო­ით­ხოვს რუსეთთან  შე­თან­ხმე­ბას  სა­ქო­ნელ­ბრუნ­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნას­წარ გაც­ვლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მის დაწესებაზე, რა­თა გამ­ჭირ­ვა­ლე გახ­დეს ვაჭ­რო­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რეგიონების  – აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის გას­წვრივ რუ­სეთ­თან არ­სე­ბულ საზღვარზე. 

კომენტარები