ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ცხინვალში სცემეს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რონალდ ქელეხსაევი  აცხადებს, რომ ცხინვალში დე ფაქტო მილიციამ სცემა. ” მილიციის ნიღბიანმა თანამშრომლებმა  ცხინვალში, ლენინის მოედანზე გამაჩერეს, სასტიკად მცემეს და ბოლოს საქორწინო ბეჭედიც კი  წამართვეს”-აცხადებს ქელეხსაევი. მისი ”სახალხო პარტია” კოკოითის ოპოზიციაში სახელდება.  ქელეხსაევმა სამედიცინო შემოწმება ვლადიკავკაზში გაიარა  და განაცხადა, რომ   აპირებს   სასამართლოში უჩივლებს კოკოითის  დე ფაქტო მილიციას. 

ე.წ. არჩევნების წინ ცხინვალში ვითარება სულ უფრო იძაბება. ორიოდე დღის წინ,  იქ ე.წ. საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა სცადეს ჯამბულ  თედეევის მომხრეებმა, რომელსაც აღნიშნულმა კომისიამ უარი უთხრა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.  თედეევს დე ფაქტო პროკურატურამ  არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენა ,  მისი მომხრეები კი  დააკავეს.  თავად  ჯამბულ თედეევის დაკავების აღსაკვეთად მის სახლთან მომხრეების მობილიზაცია იყო. თედეევი  ედუარდ კოკოითის ტირანს უწოდებს და აცხადებს, რომ  თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კოკოითის მხარეს არის განუკითხაობა, მის მხარეს კი ხალხია. ვითარების დაძაბვის გამო  დროებითი შეზღუდვები დაწესდა რუსეთიდან  ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. 



კომენტარები