ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ცხინვალში ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაპირისპირება მოხდა

სააგენტო ИА REGNUM-ის ცნობით,  დღეს  ცხინვალში შეხლა-შემოხლას და სროლას ჰქონდა ადგილი ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.   კომისიაში   ჯამბულ თედეევის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი უნდა განეხილათ და სწორედ ამ დროს სცადეს შენობაში  შეჭრა  თედეევის  მომხრეებმა. გავრცელებული ცნობებით ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში დალეწილია კარებები და ფანჯრები. ჯამბულ თედეევი  თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელია.  ის  აცხადებს, რომ   რუსეთის პოლიტიკური ელიტის დახმარებით აპირებს  ედურად კოკოითის რეჟიმის შეცვლას.   თედეევს სურს  მიიღოს მონაწილეობა  ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მის მომხრეებს დღეს ჰქონდათ  მოლოდინი რომ  ე.წ. საარჩევნო კომისია თედეევს უარს  ეტყოდა კანდიდატად  რეგისტრაციაზე  იმ მიზეზით, რომ   10 წლის მანძილზე   ცხინვალის რეგიონის მუდმივი მაცხოვრებელი არ ყოფილა.

ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით თედეევის მომხრეები შეხლა-შემოხლის შემდეგაც აგრძელებდნენ საარჩევნო კომისიის შენობის პიკეტირებას.  დღის ბოლოს  ერთ-ერთ რუსულ სააგნეტოს კოკოითის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ვიაჩესლავ სედოვმა  განუმარტა ,რომ  საბოლოოდ  თედეევს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. 

 

კომენტარები