იულია ტიმოშენკო

FEMEN-ის შიშველმა ქალებმა იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერი აქცია გამართეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/femesixa.png##fbimage#
კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-ის წარმომადგენლებმა უკრაინის დაკავებული ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს, მხარდასაჭერად აქცია გამართეს. ორი გოგონა, სკანდალური მოძრაობიდან, პეჩორის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ტიმოშენკოს საქმეს იხილავენ, წელსზევით შიშვლები პოლიციის მანქანაზე აძვრნენ. მანიფესტანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით «Вільна каса» - ”თავისუფალი კასა”, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ექსპრემიერის გარეგნობის განუყოფელ ელემენტზე - ”კოსაზე”. ნახევრადშიშველი გოგონები სკანდირებდნენ ”თავისუფლება ნამდვილ ოპოზიციას!” დაახლოებით 10 წუთში მილიციამ ისინი მანქანიდან ჩამოიყვანა, იმავე მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.

FEMEN - უკრაინის ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელსაც ეპატაჟური აქციებით იცნობენ. ის 2008 წელს დაარსდა და აქციებს თითქმის ყოველთვის კიევში მართავს. მათი მანიფესტაციები წარმოადგენს სტრიპტიზისა და ბოდიარტის სინთეზს.

იულია ტიმოშენკოს ბრალად ედება ძალაუფლების გადამეტება რუსეთთან ენერგეტიკული კონტრაქტების დადებისას. ის 5 აგვისტოს დააკავეს. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა ტიმოშენკოს მხირიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობებმა. 

კომენტარები