ქართუს კულტურის, სპორტისა და მეცნიერების წარმომადგენლები წელს არ დაუფინანსებიასაქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლებზე დაფინანსება მიმდინარე წელს არ გაუცია.
საგრანტო ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან. მიმდინარე წელს გრანტის სახით არანაირი დაფინანსება არ მიუღია არც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომლის გავლითაც ხდება თანხის გაცემა განათლების სამინისტროს სსიპ-ებსა და აიპ-ებზე.