საქართველო-უზბეკეთი

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 2 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.

"შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები