ტრეფიკინგი

შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ - 3 პირი დააკავეს

shutterstock

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულები თავის არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს. მისი სისრულეში მოყვანის მიზნით, მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები გადაიბირეს, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ - შეგროვებულ თანხას კი ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. 

არასრულწლოვნები სახელმწიფო სერვის-ცენტრებში არიან გადაყვანილი, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ". - თქვეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები