გასულ წელს კასპში, განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ზურაბ ბურდულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, მოკლულ თათია ლომინაძეს სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.





