მკვლელობა კასპში

კაცს, რომელმაც კასპში ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელმაც კასპში ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა, პატიმრობა შეეფარდა.

შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. მან ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვასაც შეეცადა. მან ქალს მჟავაც შეასხა.

დაზარალებული ქალის მდგომარეობა, ექიმის შეფასებით, უმძიმესია, არის მართვით სუნთქვაზე. 

ბრალდებულს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები