ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორია რამდენიმე ირანული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის სამიზნე გახდა.
სამინისტრომ "უმკაცრესად გმობს ბაჰრეინის ტერიტორიის წინააღმდეგ გამთენიისას რამდენიმე ირანული დრონით განხორციელებული თავდასხმას, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა".
უწყების განცხადებით, ირანის ეს თავდასხმები "მშვიდობის დამყარების ძალისხმევის საბოტაჟს წარმოადგენს".
ცნობისთვის, დღეს აშშ-მ ირანში, ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმაზე საპასუხოდ, რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიში მიიტანა.




