საფრანგეთი-რუსეთი

სეჟურნე: არ გვაინტერესებს რუსებთან საუბარი, რადგან შემდეგ პრესრელიზებად ტყუილებს ავრცელებენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე
Blondet Eliot/ABACA

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ თქვა, რომ ამჟამად საფრანგეთი რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრით დაინტერესებული არაა, რადგან შემდგომ ისინი პრესრელიზებად ტყუილებს ავრცელებენ. ეს სტეფან სეჟურნემ საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა

თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და სებასტიან ლეკორნუმ მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლზე ტერორისტული აქტის შესახებ ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს, რის შემდეგად რუსეთის წარმომადგენლებმა საფრანგეთს ტერაქტში ჩართულობაში დაადანაშაულეს და მუქარის მესიჯები გაავრცელეს. ემანუელ მაკრონის თქმით, სატელეფონო საუბრის მიზანი იყო, რომ ტერაქტის შესახებ რუსული მხარისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინათ. 

კროკუს სითი ჰოლში ტერაქტის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის დაზვერვის ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იგივე დანაყოფი ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთშიც გეგმავდა. 

"სანამ რუსებთან საუბარს განვაახლებთ, ჩვენ უნდა დავამყაროთ ნდობა, ასევე, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მოვლენები შესაბამისად უნდა განვითარდეს, რათა ეს ურთიერთობები განახლდეს" - თქვა სტეფან სეჟურნემ. 

კომენტარები