გამოცემა Iran International საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ წერილით ოფიციალურად მიმართა.
წყაროს მიხედვით, 31 მაისს გაგზავნილ წერილში ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან მთავრობისა და პრეზიდენტის გამოთიშვა მოხდა, ხოლო ამ ვითარებით შექმნილმა სიცარიელემ კონტროლის დამყარების საშუალება მისცა ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე იმ ფრაქციებს, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) რიგებში არსებობენ.
Iran International-ის მიხედვით, რომელიც ლონდონში დაფუძნებული ოპოზიციური ირანული მედიაა, ფეზეშქიანმა წერილში დაამატა, რომ ამ ვითარებაში მას არ შეუძლია მთავრობის მართვა და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მოჯთაბა ხამენეი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, თუმცა, წერილის შინაარსი ირანის რეჟიმის რიგებში ღრმა და უპრეცედენტო განხეთქილებაზე მიანიშნებს.




