იაპონიამ კრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) NATO-ს პროგრამის ფარგლებში $14.7 მილიონი გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
PURL არის NATO-ს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც წევრ ქვეყნებს ენიჭებათ პრიორიტეტული წვდომა ამერიკულ შეიარაღებაზე, რათა შეიძინონ ის და უკრაინას გადასცენ.
იაპონიამ აღნიშნა, რომ მისი ფინანსური წვლილი "მხოლოდ არალეტალური აღჭურვილობისთვის" არის განკუთვნილი.
"იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და აპირებს კიდევ უფრო გააძლიეროს იაპონია-NATO-ს თანამშრომლობა" - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.




