ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ნაცნობი - დაკავებულია 1 პირი

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი. 

დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები