შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით ნაცნობ მამაკაცს სახის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს”. - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
"ბასრი საგნით ნაცნობს სახის არეში დაზიანება მიაყენა" - თბილისში 1 პირი დააკავეს




