რუსეთი-სომხეთი

რუსეთმა სომხური მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი შეწყვიტა

სომხური მინერალური წყალი ჯერმუკი

რუსეთმა რამდენიმე სომხური მწარმოებლის მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი შეწყვიტა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეზღუდვები "სავალდებულო მოთხოვნებს დარღვევის გამო" მიიღეს. ამავდროულად, რუსეთმა სომხური ხილისა და ბოსტნეულის დამატებითი შემოწმებები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირაში, 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ სავაჭრო შეზღუდვებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

შეზღუდვები ალკოჰოლურ სასმელებს 23 მაისს შეეხო, ხოლო სომხეთის მთავარი მინერალური წყლის, ჯერმუკის რუსეთმა შეზღუდვები 22 მაისს დააწესა. შეზღუდვები ეხება სომხურ ღვინოსა და კონიაკს, რომლებიც წარმოებულია Vedia-Alco-ს, Abovyan Brandy Factory-სა და Shahnazaryan Wine and Brandy House-ის მიერ. 22 მაისს რუსეთმა შეზღუდვები სომხური ყვავილების იმპორტზეც დააწესა.

რუსეთის განცხადებით, სომხური პროდუქტების შემოწმება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები