26 მაისის აქცია

გვარამია: ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ კამპანიას - საქართველო იმსახურებს უკეთესს

მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დიდი ბედნიერებით, საქართველო იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს ბედნიერებას და იმსახურებს ერთიან გადაწყვეტილებებს ხალხის, პოლიტიკოსების, საქართველოს პატრიოტების. საქართველო არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ რეჟიმს.

მე თქვენის ნებართვით, მინდა მივესალმო კვლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს... შემდეგ ჯერზე თბილისში. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს, თბილისის, ამიერკავკასიის, შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში, არა მარტო კავკასიის, შავი ზღვისპირეთის დედაქალაქ თბილისში, უნდა ჩამოდიოდეს ყველა და წყდებოდეს ამ რეგიონის მთავარი საკითხები, სწორედ აქ, თბილისში, ვესალმებით მარკო რუბიოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, დებს, ყველას ვისაც უყვარს საქართველო და ყველა, ვინც გვიყვარს ქართველებს.

ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით - "საქართველო იმსახურებს უკეთესს", ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი, დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო, ანტიქართული რეჟიმი, დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთესს. 

ყველას უკლებლივ, 2023-ში დაპატიმრებულებს, 2024-ში დაპატიმრებულებს, როგორც დეკემბერში, 2025-ში დაპატიმრებულებს 4 ოქტომბერს, ყველას ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს, მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ დგანან ახლა და რომლებიც ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება და ბოლოს, მე მინდა მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს.

ამბობს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია, ოპოზიციური ალიანსის ორგანიზებულ აქციაზე 

კომენტარები