26 მაისის აქცია

ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს, შევძლებთ თავისუფალი საქართველოს აშენებას - თევზაძე

მოგესალმებით, თბილისელებო და თბილისის სტუმრებო, დღეს გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობა და გვაერთიანებს ჩვენი მომავალი.

ჩემი წინა გამომსვლელი საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რასაც ემიგრაცია ჰქვია, საქართველო იცლება და მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი. აქ მყოფ ადამიანებს მინდა გითხრათ და გკითხოთ, ემიგრანტების გარეშე, ჩვენი თანამემამულეების გარეშე, არჩევნები იქნება სამართლიანი? მინდა გკითხოთ, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების გარეშე, ნიკა მელიას გარეშე, ელენე ხოშტარიას გარეშე, მიშას გარეშე, ლევანის გარეშე, სხვების გარეშე, არჩევნები იქნება სამართლიანი? ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა პოლიტიკოსები, რომლებიც არიან პოლიტიკურ დევნაში, მამუკა ხაზარაძეს, გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი? ასევე, არჩევნები იქნება თავისუფალი დამკვირვებლის გარეშე? ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ხომ იქნება არჩევნები თავისუფალი?

გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს, თქვენ ჩამოშლით ამ რეჟიმს და ამ ქვეყანაში არ გვეყოლება პოლიტპატიმრები, არ გვეყოლება ამდენი ემიგრანტი და ჩვენ შევძლებთ თავისუფალი, ერთიანი საქართველოს აშენებას, თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო, ბიძინა წადი!

მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, მივესალმები 450 დღე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს, პროტესტი გრძელდება მთელი წელი, გადავდივართ შეტევაზე.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ ოპოზიციური ალიანსის ორგანიზებულ აქციაზე.

კომენტარები