რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: პუტინმა ლავროვს სთხოვა დაერეკა, ტრამპისთვის კიევზე იერიშების შესატყობინებლად

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო
Oliver Contreras/Sipa/Bloomberg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრის დროს სთხოვა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისთვის გადაეცა ვლადიმირ პუტინის გზავნილი, რომ რუსეთი კიევზე დარტყმებს მიიტანდა.

რუბიოს თქმით, მასსა და ლავროვს შორის საუბარი გაიმართა დიპლომატების მიმართ რუსეთის მოწოდებაზე, დაეტოვებინათ კიევი ახალი დარტყმების მიტანამდე. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვმა ეს შეტყობინება ყველა საელჩოს გაუგზავნა. 

"პუტინს სურდა... მას სთხოვა, დაერეკა ჩემთვის, რათა მისი გზავნილი პირდაპირ პრეზიდენტისთვის გადამეცა, რაც გავაკეთე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე ვიხილეთ ამ შეტყობინების ყველა დიპლომატიური უწყებისთვის გადაცემა." - თქვა რუბიომ.

რუბიომ აღნიშნა, რომ არაა დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეხვედრები, თუმცა აშშ "მუდამ მზადაა, ითამაშოს კონსტრუქციული და დამხმარე როლი".

ლავროვმა რუბიოს 25 მაისს დაურეკა და "ოფიციალურად შეატყობინა", რომ რუსეთი "კიევში ობიექტებზე სისტემურ დარტყმებს" იწყებდა. მუქარის ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუუმჯობესოს. კიევში ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელი დიპლომატები უკრაინის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებენ.

 

კომენტარები