რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებისკენ მოუწოდებს, ადგილობრივებს კი ურჩევს, რომ თავი აარიდონ სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას.
"იმის გამო, რომ ასეთი ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს". - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი კიევში დაარტყამენ "გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებსა" და სამეთაურო პუნქტებს.
რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებენ კიევში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე.




