აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმება "მეტწილად მიღწეულია" და დეტალები მალე გამოცხადდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი    
Anna Moneymaker/Getty Images    

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება "მეტწილად მიღწეულია" და საბოლოო დეტალების განხილვა ახლაც მიმდინარეობს, რის შემდეგაც შეთანხმების გამოცხადება "მალე მოხდება". 

ტრამპის თქმით, მან ახლახან საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა – განხილვის ძირითადი თემა კი ირანი და სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმი საკითხები იყო. 

"შეთანხმება მეტწილად მიღწეულია და ექვემდებარება საბოლოო დამტკიცებას აშშ-ს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის. ცალკე ზარი გავმართე ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რაც ასევე კარგად წარიმართა." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

"შეთანხმების საბოლოო დეტალებისა და ასპექტების განხილვა ახლა მიმდინარეობს და ცოტა ხანში გამოცხადდება. შეთანხმების სხვა პუნქტებთან ერთად, ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება." – დაამატა მან. 

კომენტარები