საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.95 მილიონი აშშ დოლარი (912.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
კვლავაც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.85%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 63.71 მილიონი დოლარი, რაც 15.16%-ით მეტია 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.36%), საიდანაც გასულ თვეში 58.67 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 15.24%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.86%) 43.47 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 39.1%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $63.71 მილიონი.
- იტალია - $58.67 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $43.47 მილიონი.
- გერმანია - $30.02 მილიონი.
- საბერძნეთი - $27.54 მილიონი.
- ისრაელი - $26.92 მილიონი.
- თურქეთი - $11.68 მილიონი.
- ესპანეთი - $8.97 მილიონი.
- ყაზახეთი - $7.63 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.69 მილიონი.
- ირლანდია - $5.74 მილიონი.
- ყირგიზეთი - $4.67 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $4.65 მილიონი.
- აზერბაიჯანი - $3.56 მილიონი.
- პოლონეთი - $2.74 მილიონი
სებ-ის ცნობითვე, 2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი (110.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5%-ით მეტია.





