რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტოს - ანიტა ორბანი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი  
   

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩი დაიბარა, მას უთხრა, რომ უნგრეთისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მიერ ზაკარპატიაზე თავდასხმა.

"მე კიდევ ერთხელ ავღნიშნე, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსულ თავდასხმას და ჩვენ ველით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას," - განაცხადა ორბანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ზაკარპატია უნგრეთის მოსაზღვრე რეგიონია, რომელიც დიდწილად ეთკიკური უნგრელებით არის დასახლებული.

"მე რუსეთის ელჩს ვუთხარი, რომ უნგრეთისთვის სრულიად მიუღებელია, რომ უნგრული უმცირესობის სამშობლოს, ზაკარპატიას ესხმიან თავს. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ომის რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად და ხანგრძლივად დასრულებისთვის," - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, აქამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის ელჩი უკრაინის დასავლეთ რეგიონზე, ზაკარპატიის ოლქზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

ამის შესახებ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, ზაკარპატიის ოლქი უნგრეთს ესაზღვრება და ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად უნგრელია.

"უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიეზე" - განაცხადა მადიარმა.

აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიაარტო რუსეთის ელჩი არასოდეს დაუბარებია ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ყურადღება გაამახვილა უნგრეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფ რეაგირებაზე და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

 
 
 
 

კომენტარები