14 მაისის ღამის საათებში რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც ასობით დრონის შეუტიეს კიევსაც.
ქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 33 დაშავდა. ასევე ნაწილობრივ განადგურდა დიდი ზომის საცხოვრებელი შენობა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 56 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, მათ შორის, "ისკანდერის" ბალისტიკური და "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტებიც, და ასევე 675 დრონიც.





