რუსული რეჟიმი

აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 2 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქცია რუსთაველზე, 4 იანვარი
ტაბულა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 5 პროცესი გაიმართა. 2 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.

  • ნინო საღირიძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
  • ელენე გელაშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • მარიამ ცერცვაძე - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • ნინო ჭკადუა - სიტყვიერი გართხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
  • დუტა ჯავახიშვილი - შემდეგი პროცესი 15 მაისს 11:45 საათზე.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ანუკა გამსახურდიას პროცესიც, რომელიც Facebook პოსტის გამო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3 000 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები