უნგრეთი

მადიარი უნგრეთის პრემიერმინისტრი გახდა – ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა

პეტერ მადიარი
Denes Erdos/AP Photo/picture alliance

9 მაისს უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა ფიცი დადო, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. 

ქვეყნის პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის პოსტს უნგრეთის "მართვის" ნაცვლად ქვეყნის სამსახურში გამოიყენებს. 

"მე აქ იმიტომ არ ვდგავარ, რომ ქვეყანაში ყველა სხვა ნებისმიერისგან განვსხვავდები. აქ ვდგავარ, რადგან მილიონობით უნგრელმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებები სურთ და ეს ნდობა, რომელიც მე მივიღე, წარმოადგენს როგორც პატივს, ასევე მორალურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ასევე შესანიშნავ განცდასაც." – თქვა მადიარმა. 

გასულ თვეს ორბანის მმართველმა პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული უპირატესობით წააგო, რის შედეგადაც მადიარის პარტია Tisza-მ სუპერუმრავლესობით გაიმარჯვა და ახალ პარლამენტში 199-დან 141 ადგილი მოიპოვა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რიცხვია. 

მადიარმა ახალი კაბინეტის წევრების დასახელება უკვე დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტს ანდრაშ კარმანი დაიკავებს.

კომენტარები