კრიმინალი

"დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს" – შარტავაზე, მკვლელობისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურა

8 მაისს, საბურთალოზე შარტავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის  ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. 

კომენტარები