რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

9 მაისის ზავის გამოცხადების მიუხედავად რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

РБК-Украина

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, 9 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამიდან დილამდე რუსეთმა უკრაინაზე Shahed-ის, Гербер-ის, Италмас-ისა და Пародия-ს ტიპის 43 დრონით და Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტით. რაკეტა რუსეთმა ყირიმის ტერიტორიიდან ისროლა, ხოლო დრონები კურსკის, ორიოლის, პრიმორსკო-ახტარსკისა და მილეროვოს მიმართულებებიდან.

როგორც სამინისტრო იუწყება, დილის 8 საათის მონაცემებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 34 რუსული დრონის მოგერიება მოახერხეს, ხოლო რაკეტა და 9 დრონი 6 სამიზნეს მოხვდა.

პარალელურად, ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა დაწერა, რომ რუსული დრონი პოლოგოვსკის რაიონში ავტომობილს მოხვდა, რის შედეგადაც მძღოლი, 67 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრები, 62 წლის კაცი და 61 წლის ქალი დაშავდნენ და საავადმყოფოში იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ 8 მაისის დადგომასთან ერთად ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა. თუმცა მცირე ხნის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 13 დრონი ჩამოაგდეს.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ გამარჯვების დღის აღნიშვნის "ჩაშლის მცდელობის" შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

პარალელურად, ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს "ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას."

ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის "წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება". ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც მან კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნება დართო.

კომენტარები