დაკავებული სპეცრაზმელები

პაპუაშვილი სპეცრაზმელებზე: შესაძლოა, დიდი წვლილი შეიტანეს, რომ ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო

საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა. მეორე, მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იქნეს კანონის უზენაესობის ნაწილი, პროკურატურამ ბრალი მხოლოდ მხოლოდ მყარი მტკიცებულებების არსებობისას წაუყენოს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება.

ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო. შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ვნახეთ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაბამისად გვქონდა ამაზეც რეაქცია. [...] შესაძლოა ამ ადამიანებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ვინმეს მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედროდა; ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა გადაცდომებსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება. [...]

თქვენი აზრით, მხოლოდ 50 ადამიანი იყო, რომელიც დაკავებული იქნა მაშინ, ვინც ძალადობას ჩადიოდა ამ აქციის დროს?... პირდაპირ კადრი არის, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის სამუშაო ოთახებს, როგორ ეკიდება ცეცხლი. ის ადამიანი, ვინც რამდენიმე სამუშაო ოთახი გადაწვა პარლამენტში, დღემდე არ არის გამოვლენილი. [...]

საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისია, რომ დავინახოთ ფაქტები, სადაც იყო უფლებამოსილების გადამეტება და გამოვლენილი არის ადამიანები, ვინც ამ მომენტებში უფლებამოსილებას გადაამეტეს. კიდევ არის რამდენიმე კადრი, რაზეც თქვენ საუბრობდით და მნიშვნელოვანია ყველა დადგინდეს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე ყველა თავდამსხმელი დადგინდეს. პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, პარლამენტი შეიძლება გადამწვარიყო... შეიძლებოდა, მართლაიმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, 90-იანი წლებისას. [...]

პროკურატურა მიყვება, ყველაფერს დაადგენს იმ სტანდარტით, რაც კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნისთვის არის შესაბამისი... თავად ის, რომ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რამდენიმე პირს, მეტყველებს, რომ სახელმწიფო მოწადინებულია, იყოს თანასწორი მიდგომა ყველას მიმართ. როგორც ვნახეთ, უმეტესი გადაცდომის ფაქტები, რაც მაშინ საჯაროდ ვიხილეთ, არის გახსნილი და გამოვლენილი. კიდევ ერთხელ, მე ასევე იმედი მაქვს, რომ დადგინდება ყველა ის მოძალადე, რომელიც პოლიციელებზე ძალადობდა, პარლამენტის შენობის დაწვას ცდილობდა. სამწუხაროდ, დღემდე არ არიან გამოვლენილი ისინი, ვინც პარლამენტი ლამის გადაწვეს, ნახევარმილიონიანი ზიანი მიაყენეს პარლამენტს.

თქვა ივანიშვილის წარმოამდგენემა, შალვა პაპუაშვილმა სპეცრაზმელების დაკავებაზე.

კომენტარები