რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ რუსეთს წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმის გამართვის ნება დართო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც ის კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.

"აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან". – წერს ზელენსკი განკარგულებაში.

დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც:

"55.754413 37.617733

55.755205 37.619181

55.753351 37.622854

55.752504 37.621538"

მანამდე ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს "ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას."

ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის "წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება". 

"მადლობას ვუხდი აშშ-ს პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. აშშ-სგან მოველით, რომ რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას უზრუნველყოფენ. დიდება უკრაინას!" – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. 

კომენტარები