უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით გაანადგურეს ამფიბიური თვითმფრინავი Бе-12 ჩაიკა, სამი კატერი და ოკუპანტების მომმარაგებელი ხომალდი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა იერიშის ზუსტ დროს არ ასახელებს. მათი ცნობით, ოპერაცია აპრილში ჩაატარეს და გაანადგურეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს სამი სადესანტო-მოიერიშე კატერი, მომარაგების გემი, კატერების საცავი ანგარი და ანტისუბმარინული ამფიბიური თვითმფრინავი Бе-12 ჩაიკა.
ГУР-ის ცნობით, ოკუპანტები მათი დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ, რაც არ გამოუვიდათ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ოპერაციის კადრები.




