დღეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მწერალ ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუქპოსტის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლეტებთან დაკავშირებით, ხოლო ქართულ ოცნებაზე წერდა, რომ არის "არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია."





